რატი იონათამიშვილი: ვფიქრობთ, საკანონმდებლო ინიციატივა იქნება მნიშვნელოვანი სწორედაც რომ სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით

“ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა “მედიის კანონის”დაინიციირების საკითხზე ისაუბრა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება.

“თანამედროვე დემოკრატიებში მედიების დაფინანსება გარე დაფინანსებით ეს ნიშნავს, რომ ეს სფერო ემსახურება არა საზოგადოების ინტერესებს, არამედ კონკრეტულ დამკვეთებს, რაც ასევე დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს ინიციატივაც იქნება მნიშვნელოვანი სწორედაც რომ სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მუშაობას იწყებს და მალე დაინიციირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები