ირაკლი ზარქუა – მზია ამაღლობელზე: როგორც სააკაშვილს არ გაუვიდა, არავის არ გაუვა სახელმწიფოსთან შანტაჟი

“როგორც სააკაშვილს არ გაუვიდა, არავის არ გაუვა სახელმწიფოსთან შანტაჟი,” – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, მზია ამაღლობელს, როგორც სხვა დანარჩენ მსჯავრდებულებს, ვისაც ეს სჭირდება, ხარისხიანი სამედიცინო დახმარება გაეწევათ.

“სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ მას შეუქმნას შესაბამისი პირობები, როგორც დანარჩენ მსჯავრდებულებს. ეს არის ხარისხიანი სამედიცინო სერვისი თუ დასჭირდება და ამას ასრულებს სახელმწიფო. დანარჩენს რაც შეეხება, მისი არჩევანია. სააკაშვილსაც ვეუბნებოდით, რომ შეეშვას შანტაჟს. თავიდან ვერ გაიაზრა, ვერ გააცნობიერა, მაგრამ შემდეგ უკვე მშვენივრად გამოიყურება, ერთვება კიდეც და ამბებშია. როგორც სააკაშვილს არ გაუვიდა, არავის არ გაუვა სახელმწიფოსთან შანტაჟი. ჩვენი მოვალეობა კარგად ვიცით, ხოლო, მათი არჩევანიც, ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ყველას თავისი არჩევანი აქვს,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები