პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ბრალი სახელმწიფოს გადატრიალებაში ედება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბოგდან სვენჩკოვსკიმ განაცხადა, რომ პროკურატურას 60-გვერდიანი შეტყობინება წარუდგინა, სადაც, დონალდ ტუსკის გარდა, დანაშაულში ეჭვმიტანილია რამდენიმე მინისტრი, დეპუტატი, მოსამართლე და პროკურორი.

როგორც ბოგდან სვენჩკოვსკი აცხადებს, მისი შეტყობინების საფუძველზე მთავარი პროკურორის მოადგილემ გამოძიება დაიწყო.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელიც ოპოზიციაში მყოფი პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ წევრია, გამოეხმაურა ტუსკის წინააღმდეგ ბრალდებას. მისი თქმით, ბოგდან სვენჩკოვსკი გამოცდილი პროკურორია და დასძინა, რომ მთავრობა კანონს არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები