ნინო წილოსანი: 4 “ნაცური” პარტიიდან ერთი-გახარია, ტაქტიკურად სხვა გადაწყვეტილებებს მიმართავს, ისინი ალბათ იტყვიან, რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არიან და შემოვლენ პარლამენტში
„4 “ნაცური” პარტიიდან ერთი – გახარია, ტაქტიკურად სხვა გადაწყვეტილებებს მიმართავს, ისინი ალბათ იტყვიან, რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არიან და შემოვლენ პარლამენტში“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს.
მისი განმარტებით, გახარიას პარტიას სჩვევია, რომ საჭირო მომენტში მათთვის სასარგებლო ტაქტიკა მოიშველიონ.
“4 “ნაცური” პარტიიდან, ტაქტიკურად გადანაწილდნენ ისე, რომ 3-მა დაწერა მანდატების შეჩერებაზე განცხადებები, რომელიც “ქართულმა ოცნება” და “ხალხის ძალამ” დაადასტურა და 49 ნაცი პარლამენტში უკვე ვეღარ იქნება. თუმცა, ამ 4-დან ერთი პარტია – გახარია ტაქტიკურად სხვა გადაწყვეტილებებს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს, ისინი არ წერენ განცხადებებს. ალბათ, შემდეგ იტყვიან რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არიან და შემოვლენ პარლამენტში. მათ სჩვევიათ, რომ საჭირო მომენტში მათთვის სასარგებლო ტაქტიკა მოიშველიონ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა.