არჩილ გორდულაძე: თუ დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ არის, ზუსტად ანალოგიური კანონი იქნება ჩვენთანაც, საქართველოში
“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ გორდულაძე “მედიის კანონის” დაინიციირების საკითხს გამოეხმაურა.
“თუ დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ არის, ზუსტად ანალოგიური კანონი იქნება ჩვენთანაც, საქართველოში. შეუძლებელია, რომ დიდ ბრიტანეთში რაიმე არ იყოს სიტყვისა და გამოხატვის საწინააღმდეგო, ხოლო საქართველოში იყოს. მე მგონი არავის არ შეუძლია თქვას, რომ BBC-ის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ერევაო მაგრამ არის კონკრეტული რეგულირებები და ამ რეგულირებებს ყველა იცავს დიდ ბრიტანეთში, ასევე იქნება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მუშაობას იწყებს და მალე დაინიციირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.