ირაკლი კირცხალია: ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რა პროცესები დაიწყო თვითონ აშშ-ში, რა განცხადებები კეთდება, ვნახეთ უკვე ქმედითი ნაბიჯები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია საქართველოსა და აშშ-ში მიმდინარე პროცესებს შორის პარალელებს ავლებს.
„ყველა კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება არა მხოლოდ საქართველოში იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რასაც განსაკუთრებით ბოლო წლებია და ბოლო თვეებია ვხედავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც რეალურად ასრულებდნენ იმ შპს-ის როლს და იმ შავი ფულის გამტარის როლს, რომლითაც შემდეგ აი ეს თითოეული დესტრუქცია ფინანსდებოდა აქ, პარტიების გავლით და ა.შ. არამედ, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რა პროცესები დაიწყო თვითონ აშშ-ში, თუ რა განცხადებები კეთდება, კარგად ვნახეთ უკვე ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების წინააღმდეგ და ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით, სახელისუფლებო გუნდი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს მოამზადებს.