მოტაცებული 14 წლის გოგონა იპოვეს

გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოდან გატაცებული 14 წლის გოგონა სამართალდამცავებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს. თუმცა, როგორც მოზარდი ამბობს, იგი არ მოუტაციათ და შეყვარებულს საკუთარი ნებით გაჰყვა. 14 წლის გოგონას მშობლების თანდასწრებით, ვაზიანის პოლიციაში გვიანობამდე ჰკითხავდნენ. გოგონა სამი დღის წინ გაუჩინარდა. მისი მშობლები შვილის მოტაცებაში მუღანლოში მცხოვრებ 21 წლის ახალგაზრდას ადანაშაულებდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გოგონას მამა რომელიც პოლიციაში იყო მიყვანილი, აცხადებს, რომ მას პრეტენზია არ აქვს და არ იცოდა, თუ მისი შვილი საკუთარი ნებით გათხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები