უზბეკურმა ავიაკომპანიამ რუსეთისა და ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარი განაცხადა
უმსხვილესმა უზბეკურმა ავიაკომპანიამ Uzbekistan Airways-მა რუსეთისა და ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარი განაცხადა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ეს რეგულაცია შეეხება იმ თვითმფრინავებს, რომლებიც უზბეკეთიდან ევროპის მიმართულებით დაფრინავენ.
მანამდე, ევროპის ნებისმიერ ადგილამდე მისასვლელად ავიაკომპანიის თვითმფრინავებს რუსეთისა და ბელარუსის საჰაერო სივრცეები უნდა გადაეკვეთა, ახლა კი, როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, თვითმფრინავები ევროპაში აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით მოხვდებიან.
Uzbekistan Airways-ში განაცხადეს, რომ ეს ცვლილებები უსაფრთხოების ზომებითა და მარშრუტების ოპტიმიზაციით არის გამოწვეული.