პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დღევანდელ აქციას მარშით შეუერთდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც „ახალი თეატრთან“ იყვნენ შეკრებილები.

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია – ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 57-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები