ირაკლი ჭეიშვილი – ოპოზიციაზე: მათთვის სასურველი შედეგი რომ არ დადგა, ამიტომ აღარ მოსწონთ ელექტრონული აპარატი?

“საქართველოს მასშტაბით იყო 3044 საარჩევნო უბანი, აქედან 788 უბანზე არჩევნები არ ჩატარებულა ელექტრონულად და რა შეიცვალა, შედეგები იქ სხვა ჰქონდათ?!“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ის პირები, ვინც წინასაარჩევნოდ საქართველოს მასშტაბით დადიოდნენ და აცხადებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნების პირობებში ყველა ხმა დაცულია.

„გვარამია და მისი თანმხლები პირები წინასაარჩევნოდ დადიოდნენ და ხალხს არწმუნებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნები არის გარანტი, რომ თქვენი ხმები არის დაცული. ატარებდნენ ათასგვარ ტესტს ამ აპარატების და არწმუნებდნენ ხალხს, რომ მობრძანდით არჩევნებზე, მოიყვანეს ხალხი არჩევნებზე და წააგეს არჩევნები.

მათთვის სასურველი შედეგი რომ არ დადგა, ამიტომ აღარ მოსწონთ ელექტრონული აპარატი? აქამდე ელექტრონული აპარატების გარეშე ტარდებოდა არჩევნები და პირწმინდად წააგეს ყველა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები