ტრამპი: თუ ნავთობის ფასი შემცირდება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი სწრაფად დასრულდება

ნავთობის დაბალი მსოფლიო ფასები ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, OPEC-ის ქვეყნებმა და საუდის არაბეთმა, რომელიც მსოფლიოში შავი ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, ნავთობზე ფასები უნდა შეამცირონ.

„მინდა ვთხოვო საუდის არაბეთს და OPEC-ს, კიდევ ერთხელ შეამცირონ ნავთობის ფასი. მიკვირს, რატომ არ გააკეთეს ეს [აშშ-ის საპრეზიდენტო] არჩევნებამდე. თუ ფასი შემცირდება, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფად დასრულდება. სანამ ფასები მაღალია, ომი გაგრძელდება. ომის დასრულება შეგიძლიათ ნავთობის ფასის შემცირებით. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, ეს თქვენი მხრიდან უპასუხისმგებლოა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ მისი გუნდის ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოსაგვარებლად უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები