ლევან მახაშვილი – ოპოზიციის აშშ-ში გამგზავრებაზე: ეს იყო ერთგვარი სპეცეფექტების შექმნა და იმის მტკიცება, რომ ვითომ ნამდვილად რაიმე ოფიციალური მოწვევა ჰქონდათ

ეს იყო ერთგვარი სპეცეფექტების შექმნა და იმის მტკიცება, რომ ვითომ ნამდვილად რაიმე ოფიციალური მოწვევა ჰქონდათ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ტრამპის ინაუგურაციაზე გამგზავრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ოპოზიცია რასაც ცდილობდა იყო ერთგვარი სპეცეფექტების შექმნა და იმის მტკიცება, რომ ვითომ ნამდვილად რაიმე ოფიციალური მოწვევა ჰქონდათ. რეალურად ოფიციალური მოწვევა თეთრი სახლისგან არცერთ დიდ ლიდერს მით უმეტეს ევროპაში არ მიუღია, გარდა იტალიის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებისა. გარეთ დგამენ რაღაც შოუებს, გარეთ ხელოვნურად ამ შოუების საშუალებით არწმუნებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ რამეს წარმოადგენენ. სინამდვილეში, ყველამ კარგად ნახა რას წარმოადგენენ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები