19 იანვარი რეჟისორისა და პედაგოგის – შალვა გაწერელიას დაბადების დღეა

19 იანვარი, საქართველოს სახალხო არტისტის, რეჟისორისა და პედაგოგის – შალვა გაწერელიას დაბადების დღეა. ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.
„შესანიშნავი ქართველი რეჟისორი და პედაგოგი შალვა გაწერელია 33 წელიწადი მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აქედან 21 წლის მანძილზე ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
მან შექმნა ჩვენი თეატრის „ოქროს ხანა”. მის სპექტაკლებს: „ირინეს ბედნიერება”, „სიმონა მაშარის სიზმრები”, „ქამუშაძის გაჭირვება”, „რღვევა”, „კუკარაჩა”, „ჩვენებურები”, „ბედნიერი ბილეთი”, „”აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” და მრავალ სხვას ქართული თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს მიკუთვნებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები