ვოლსკი – ოპოზიციაზე: ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ

“ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდ „ნაცები“ და გინდ მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდა „ნაცები“ და გინდაც მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით. მოდი ერთი, მოვითხოვოთ ყველასგან, ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და არჩევნების შედეგებზე რუსეთის გავლენის შესახებ გაკეთებული განცხადებები, პირადი შეურაცხყოფა!“ – წერს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები