პატრიარქი დეკანოზ შალვა კეკელიას ძმის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დეკანოზ შალვა კეკელიას ძმის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

სამძიმრის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“მიიღეთ ჩვენი სამძიმარი ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო; მადლობა ღმერთს, იგი წლების მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეკლესიასთან და, როგორც ყველა აღნიშნავს, გამოირჩეოდა სიკეთით და მოყვასისადმი ერთგული მსახურებით.

მართალია, დიდია თქვენი გულისტკივილი, მაგრამ კარგად იცით ისიც, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. ასე რომ, განშორება ახლობელთან დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან მას სავანე მართალთა დაუმკვიდროს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა”, – წერია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები