უხვი ნალექის გამო ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების წმენდა აქტიურად გრძელდება

უხვი ნალექის გამო ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების წმენდა აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს ბარი-მრავალძლის მიმართულებით.

საავტომობილო გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.

უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.

გზების წმენდა საჭიროებისამებრ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები