პაპუაშვილი – “ფორმულაზე” – დღეს ეს ტელევიზია ტერორს აგრძელებს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში – ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია “ფორმულას” ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა, დღეს ეს ტელევიზია ტერორს აგრძელებს.
ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა”, – წერს პაპუაშვილი.