დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიამ მხარი ოფიციალურად დაუჭირა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად მიიღო ამომრჩეველთა კოლეგიის მხარდაჭერა, რაც პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად არის აუცილებელი.
ტრამპმა კოლეგიის წევრთა 312 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა კამალა ჰარისმა – 226 ხმა.
არჩევნებში გამარჯვებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატს კოლეგიის წევრთა 270 ხმის მიღება სჭირდებოდა.
5 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებს ოფიციალურად აშშ-ის კონგრესი 2025 წლის 6 იანვარს დაამტკიცებს. პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.