რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტებში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო დილიდან.
“დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტებში ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დღის მანძილზე საჭიროების მიხედვით აქტიურად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს ეტაპობრივად მოიცავს.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია მუნიციპალიტეტების უმეტეს სოფლებში, გადაადგილება გართულებულია შიდა სასოფლო გზებზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.