თანამედროვე ქართველი მხატვრების საშობაო ჯგუფური გამოფენა გაიხსნება
14 დეკემბერს, 15.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში თანამედროვე ქართველი მხატვრების საშობაო ჯგუფური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საგამოფენო დღეებია: 14-დან 17 დეკემბრის ჩათვლით, 14.00-19.00 საათი.
გამოფენაში მონაწილეობენ: დათო თელია, გიორგი ტაბლიაშვილი, მაიკო ბირკაძე, ნინა ვადაჭკორია, VADANINI, დალი ფრიდონაშვილი, ქეთი თავდუმაძე, ეკა რუხაძე, ნანუკა ჩხეიძე.
„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრის მიერ შექმნილ განსაკუთრებულ ნამუშევრებს და დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს, სადაც ყოველთვის დაგხვდებათ საინტერესო და სასიამოვნო ატმოსფერო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.