“ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს; მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით” – ბოჟაძე
“სწორედ ნიღბების გაკეთებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების: წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას – პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ ნიღბებით სახის დაფარვა.
“მათ ეს ნიღაბი და შესაბამისი აღჭურვილობა აძლევთ იმის გარანტიას, რომ ან მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ან გაცილებით გვიან მოხდეს. დაუსჯელობის განცდას მათ სწორედ ეს ნიღაბი უქმნით, ამიტომ მომავალ კვირაში პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს კანონმდებლობას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი რაიმე მშვიდობიანად გააპროტესტოს, ამის საშუალება ჰქონდეს და არავის მიეცეს საშუალება ნიღაბს ამოეფაროს და მოქალაქეებზე იძალადოს“, – განაცხადა ბოჟაძემ.