შალვა პაპუაშვილი: როდესაც სპეცრაზმელის იდენტიფიცირების მცდელობები არის, იმ სპეცრაზმელების, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან დგანან, რას შვრებიან ისინი თუ არ აბარებენ მტრის თუ კრიმინალის ხელში ამა თუ იმ პოლიციელს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სპეცრაზმელების იდენტიფიცირების მცდელობებს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება სიების დადებას და იდენტიფიცირებას, როდესაც არის სპეცრაზმელის იდენტიფიცირების მცდელობები, იმ სპეცრაზმელების, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან დგანან, რას შვრებიან ისინი თუ არ აბარებენ მტრის თუ კრიმინალის ხელში ამა თუ იმ პოლიციელს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის მეომარი. მათ 2008 წლის ომი აქვთ გავლილი. ამ ადამიანების უმრავლესობას თუ ყველას შემდეგ უწევთ პატრულირება საოკუპაციო ხაზთან და ამ ადამიანებს ესროლეს მაშხალები, ამ ადამიანებს, 2008 წლის ომში მონაწილეებს, იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც დღეს იცავენ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოებას, ქართველმა ადამიანებმა ესროლეს მაშხალები. არ არის ეს სამარცხვინო საქციელი?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები