სახალხო დამცველი: ჩვენმა წარმომადგენლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 191 მოქალაქე, ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს, საიდანაც არასათანადო მოპყრობაზე 191 მოქალაქე მიუთითებდა.
მათივე ცნობით, ხილული დაზიანებები 138 პირს აღენიშნებოდა.
„28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს. მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 191 მოქალაქე, ხოლო ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.