7-8 ოქტომბერს საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას

7-8 ოქტომბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 29-ე რაუნდში. ქართული მხარე მოლაპარაკებებზე გაამახვილებს ყურადღებას ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევების გამო. მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხზე. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები