ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შოლცი ბოლოს კიევს 2022 წლის ივნისში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან ერთად ეწვია.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა იმყოფებოდნენ.