რუმინეთში საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს
რუმინეთში, 1 დეკემებრს გამართული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ აქვს. ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ, შედეგები ასე ნაწილდება: „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 23,9%, „გაერთიანებული რუმინეთის ალიანსი“ – 17,9%, „ეროვნულ-ლიბერალური პარტია“ – 14,6 პროცენტი, „რუმინეთის გადარჩენის კავშირი“ – 11.1%.
არჩევნებში სულ 31-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.
საპარლამენტო არჩევნებში 18 მლნ. ამომრჩეველი მონაწილეობდა. რუმინეთში 136 სენატორის და 329 დეპუტატის არჩევა მოხდა.
საპარლამენტო არჩევნებზე ერთი კვირით ადრე, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც მოულოდნელად დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე „გადარჩენის კავშირის“ ლიდერი, ელენა ლასკონი გავიდა.
ამასთანავე, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გადათვლა დაავალა. თუ სასამართლო კენჭისყრის შედეგებს არ დაამტკიცებს, პირველი ტურის ჩატარება თავიდან გახდება აუცილებელი.