“ხომ არ იცით ვინმე, ვინც გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა?” – მამუკა მდინარაძე

“ხომ არ იცით ვინმე, ვინც გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შეიძლება, კარგა ხანს არც არავინ გამოჩნდეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განმარტა, ახლა არის დრო, როცა ოპოზიციას მანდატების დატოვებაზე განცხადების დაწერა შეუძლია.

„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს – მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა, ან დაწერონ [განცხადებები]. ახლა არის ის დრო, როცა განცხადებების დაწერას შესაბამისი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა? ხომ არ იცით ვინმე, რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა. შეიძლება „კაი“ ხანი არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით,“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები