„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება იმისა, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ – ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არასდროს გვექნება შიში, რომ რაღაცნაირად ეს მთავარი ღერძი ჩვენი მოქმედებისა რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება, დადგეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასე დაიწყო 2011-2012 წლებიდან და ასე გაგრძელდება.
“როდესაც ცალ ფეხზე დგომაზე ვლაპარაკობდით და როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ რომ „დიახ, ცალ ფეხზე, უნდა დავდგეთ თუ ევროპა გვეტყვის“, ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ. ასე დაიწყო 2011-2012 წლებიდან და ასე გაგრძელდება. სანამ არ იქნება ოპოზიციაში ეროვნული ძალები, მანამდე იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და მანამდე ქართული ოცნების ასრულებაზე ვიზრუნებთ. რაც შეიძლება ჩქარა და მალე ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ასე რომ, თქვენ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობ“, – განაცხადა მდინარაძემ.