“პრეზიდენტის არჩევის პროცედურა 60 დღით ადრე იწყება მაშინ, როდესაც პარლამენტის არჩევნები სხვა წელს ტარდება და პრეზიდენტის არჩევნები – სხვა წელს” – თენგიზ შარმანაშვილი

“პრეზიდენტის არჩევის პროცედურა 60 დღით ადრე იწყება მაშინ, როდესაც პარლამენტის არჩევნები სხვა წელს ტარდება და პრეზიდენტის არჩევნები – სხვა წელს”, – შესაბამისი განმარტება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა.

შარმანაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ახალი პარლამენტის არჩევნებიდან 45 დღის განმავლობაში ნებისმიერი თარიღის ჩანიშვნის უფლებამოსილება აქვს პარლამენტს.

ცნობისთვის, პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები