თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციამ არათუ მხარდამჭერებს, არამედ, საკუთარი პარტიის წევრებსაც ვერ დაუმტკიცა სიმართლედ გასაღებული სიყალბე, ასეთი გაკოტრებული ოპოზიცია არ გვახსოვს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე რადიკალური ოპოზიციის მორიგ მარცხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოების მოლოდინი ისევ ვერ გაამართლა და ვერც მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის ვერ შეძლო ხალხის მობილიზება.
„თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ერთადერთი კითხვა, სად არის ის 900 000 ამომრჩეველი? რატომ არ გამოდიან ქუჩაში მათივე ხმების დასაცავად?”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ევროპელი პატრონებიც ხალხის მაქსიმალურ მობილიზებას ელიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ყველა განცხადება უსაფუძვლოა.
“საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ ახალი პარლამენტის დაწყების პირველ დღეს მაინც ოპოზიცია შეძლებდა მაქსიმალურად რესურსების მობილიზებას, მაგრამ, ამაოდ. თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ერთადერთი კითხვა, სად არის ის 900 000 ამომრჩეველი? რატომ არ გამოდიან ქუჩაში მათივე ხმების დასაცავად? სიმართლე ის არის, რომ ოპოზიციამ არათუ მხარდამჭერებს, არამედ, საკუთარი პარტიის წევრებსაც ვერ დაუმტკიცა სიმართლედ გასაღებული სიყალბე. ასეთი გაკოტრებული ოპოზიცია ჯერ არ გვახსოვს.
ვერც ევროპაში გაფრენილი ლიდერები ვერ წამოიღებენ რაიმე სიკეთეს. მათი ევროპელი პატრონებიც კი ქართველი ხალხის მასშტაბურ პროტესტს ელიან, სხვა შემთხვევაში ყველანაირი ხისტი განცხადება მხოლოდ წყლის ნაყვაა. ერთადერთი, რაც შეიძლება წამოიღონ, არის რჩევა, რომ მიზნობრივად გამოიყენონ მიღებული 61 მანდატი და შევიდნენ პარლამენტში.
წარმატებებს ვუსურვებთ ახლად არჩეულ, ლეგიტიმაცია მინიჭებულ პარლამენტს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ! ველით ბევრ ახალ ინიციატივას,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.