“ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმებია, რომლებიც ინსტიტუციამ უზრუნველყო, რათა არ ყოფილიყო არცერთი ისეთი შემთხვევა, სადაც ფარულობის დარღვევას ექნებოდა ადგილი” – გიორგი კალანდარიშვილი
“ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომელიც ინსტიტუციამ უზრუნველყო, რათა არ ყოფილიყო არცერთი ისეთი შემთხვევა, სადაც ფარულობის დარღვევას ექნებოდა ადგილი”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, უკანა გვერდზე გამოჟონვა არ ნიშნავს, რომ დაირღვა ფარულობა.
„როდესაც ვსაუბრობთ ფარულობასთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ სამგზის, ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვადასხვა დონეზე კომისიების, არამედ უკვე საუბნოსთან, შემდგომ საოლქოსთან და ცენტრალურთან მიმართებით, სადაც ცალსახად დადგინდა, რომ ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, უკანა გვერდზე გამოჟონვა არ ნიშნავს, რომ დაირღვა ფარულობა, დაირღვა ამომრჩევლის არჩევანი, რადგან აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომელიც ინსტიტუციამ უზრუნველყო, რათა არ ყოფილიყო არცერთი ისეთი შემთხვევა, სადაც ფარულობის დარღვევას ექნებოდა ადგილი. კანონმდებლობით, პრეზიდენტის არჩევნების გარდა, ამომრჩევლისა და ბიულეტენის ბმა არ არის უზრუნველყოფილი, რაც იმთავითვე უზრუნველყოფს იმას, რომ პირის არჩევანი არ არის იდენტიფიცირებადი კონკრეტულ ამომრჩეველთან. ამასთანავე, არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადმე ფარულობის პრინციპი დაირღვა. თუ სადმე დაირღვა, კანონით შესაბამისი ზომები იქნებოდა მიღებული. არც ერთ შემთხვევაში, უკანა მხარეს გამოჟონვის კვალი, მარკერის კვალი, იგივე, მისი არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ პირის არჩევანი იყო იდენტიფიცირებადი, გარჩევადი“, – განმარტა კალანდარიშვილმა.