კულტურის მინისტრი თბილისის კონსერვატორიაში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის კონსერვატორიაში სახანძრო მილის დაზიანების შედეგად შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, სხვა ხელმძღვანელი პირები და დიდი დარბაზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს პრობლემის მოგვარების სწრაფ და ეფექტურ გზებზე, საკითხის სწრაფად გადასაჭრელად თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.