შალვა პაპუაშვილი: იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რასაც ტრამპი „დიფ სთეითს“ უწოდებს, ფესვები აქვთ გადგმული სხვადასხვა სფეროში, ისინი მოქმედებენ იმ ინტერესითაც, რომ ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდეს აშშ-სა და საქართველოს შორის
ვნახეთ მათ შორის მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ქალბატონი თორნტონის განცხადება, პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის პოლიტიკური დაჯგუფებები, რასაც ტრამპი დიფ სთეითს უწოდებს, რომელსაც ფესვები და საცეცები აქვს გადგმული სხვადასხვა სფეროში და რომელსაც [სხვა] ინტერესები აქვთ და ამ ინტერესებით მოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ისინი მათ შორის მოქმედებენ იმ ინტერესებით, რომ ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდეს აშშ-სა და საქართველოს შორის. ნიშანდობლივია, რომ ტრამპის განკარგულებაში ასე მკაფიოდ და კრიტიკულად არის შეფასებული აშშ-ის საგარეო დახმარების პოლიტიკა. ხაზი არის გასმული, რომ ჰარმონიულ განვითარებას, ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს უშლიდა ის მიდგომა, რომელიც საგარეო დახმარების მხრივ აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ აშშ-სთვის არა რის დამახასიათებელი. ჩვენ ასევე ვხედავთ სხვადასხვა ევროპულ ფონდებს, რომლებიც მავნე ზემოქმედებით უფრო არიან დაკავებულები ვიდრე მეგობრული ხელის გამოწვდენით. ამ დღეებშიც ვნახეთ, ერთ-ერთი მოსამართლის საცხოვრებელ ბინაზე, ადამიანმა შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერა და ამას „ფორმულა“ აპიარებდა, მედია, რომელიც ერთ დღით ადრე, (ევროკავშირის წარმომადგენლობამ გვახარა) საპრიზო პოზიციაზე მოხვდა“, – აცხადებს პაპუაშვილი.