ანრი ოხანაშვილი – პარლამენტში არ შესვლის თაობაზე ოპოზიციის განცხადებაზე: პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დაწერეს განცხადებები, რაზეც, ვიდრე არ შეიკრიბება, პარლამენტი იურიდიულად ვერ იმსჯელებს

ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას პარლამენტში არ შესვლის შესახებ.

მისი განმარტებით, პარლამენტი ვიდრე არ შეიკრიბება განცხადებებზე, იურიდიულად ვერ იმსჯელებს.

„ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დაწერეს განცხადებები, რაზეც, ვიდრე არ შეიკრიბება, პარლამენტი იურიდიულად ვერ იმსჯელებს, არ იქნება უფლებამოსილი, იმსჯელოს. მხოლოდ უფლებამოსილების შეძენის შემდგომ პარლამენტისათვის მიმართული განცხადებები გახდება იურიდიულად მსჯელობის საგანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები