“ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ ღირსება” – პაპუაშვილი

”ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეტყობათ მათ განცხადებებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ “მათ არ აქვთ ღირსება”.

„მგონი, უკვე ყველამ გაიგო და აიხსნა, რომ ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა და შემდეგ უნდა შემოიტანონ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღეს ვუსმენდი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენ მიერ დაწერილ განცხადებებს, რომ მანდატზე ამბობთ უარს ან უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვთ, იურიდიული ძალა არ აქვს და აპირებთ, რომ განცხადებით მიმართოთო. რესპონდენტის პასუხი იყო ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენ სიტყვას შევასრულებთ, ეს განცხადებებით არის უკვე და ელოდება იურიდიულ ძალაში შესვლასო. ანუ, რაღაც დავწერეთ და 25-ის შემდეგ შევა ძალაშიო. ასეთ სპორტულ აფერისტობას ოპოზიციამ უნდა დაანებოს თავი. შეგახსენებთ, 2020 წელს როგორ მოითხოვეს მათ, 11 დეკემბერს შედგა სხდომა, უფლებამოსილების ცნობა – თინათინ ბოკუჩავა, 16 დეკემბერს არის შემოსული განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მამუკა ხაზარაძე – 16 დეკემბერი, ნიკანორ მელია -16 დეკემბერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 17 დეკემბერი, თეონა აქუბარდია – 17 დეკემბერი, სხდომის შემდეგ, ამიტომ ამ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. მათ ამომრჩეველს მივმართავ, რომ აგიჟებენ ახლა აქციებით, არანაირი განცხადების დაწერას, როგორც ჩანს, ეგენი არ აპირებენ თუ არა და გამოჩნდება. 25 დეკემბერს იქნება სხდომა, უფლებამოსილების ცნობა, ამის შემდეგ 26-ში მოგვმართონ პარლამენტს, უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ მოსვლა არ უნდათ შეუძლიათ, მეილით გამოაგზავნონ. contact@parliament.ge-ზე გამოაგზავნონ განცხადება, ხელი მოაწერონ, დაურთონ მეილს და პარლამენტი მიიღებს ამ განცხადებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები