სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების კითხვებს დღეს ცესკოს თავმჯდომარე უპასუხებს

არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყებაში დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს ელოდებიან. მისი ვიზიტი 12 საათზეა ჩანიშნული. 

საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი უკვე გამოიკითხა.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები