ანრი ოხანაშვილი – პრეზიდენტის სარჩელზე: საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს, რომ აპრიორი დასაშვებად იქნება ცნობილი ამ საკითხზე მსჯელობა

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი დასაშვებად იქნება ცნობილი ამ საკითხზე მსჯელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სარჩელმა დასაშვებობის ეტაპიც ვერ უნდა გადალახოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი დასაშვებად იქნება ცნობილი ამ საკითხზე მსჯელობა. ეს ელემენტარული პროცედურაა, ეს არის კანცელარიაში გატარება, ფორმალური პროცედურების დაცვა. ეს არ ნიშნავს, რომ დასაშვებია ამ საკითხზე მსჯელობა. ეს არის შემდგომი იურიდიული პროცედურა და იურიდიულად რომ განვიხილოთ ეს საკითხი. დასაშვებობის ეტაპიც ვერ უნდა გადალახოს იურიდიულად იმ განცხადებებით, რასაც ეს რადიკალური ჯგუფები ამბობენ. თუმცა, ჩვენ უნდა ვნახოთ ჯერ სარჩელი და ამის მიხედვით გავაკეთებთ საბოლოო შეფასებას. თუმცა, აქამდე არსებული განცხადებებიდან გამომდინარე, რაზე დაყრდნობითაც ისინი ამბობენ, რომ თითქოს პარლამენტი ვერ შეიკრიბება არის სრული აბსურდი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები