“გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ისევე შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
როგორც მილერმა აღნიშნა, გრძელდება მჭიდრო კოორდინაცია ნატოს მოკავშირეებთან, საფრთხეების სხვადასხვა სპექტრთან დაკავშირებით.
“ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს, ნატოს მოკავშირეებთან საუბარს რუსეთის იმ ასიმეტრიული საფრთხეების შესახებ, რასაც ევროპის გარშემო ქმნის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში უკვე რეალურად გამოიხატა ევროპის სხვადასხვა რეგიონში“, – განმარტა მეთიუ მილერმა.