სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ ორ პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 2 700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული აქტივისტებიდან სამი პირი სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, დაკავებულ 2 პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი 2 700-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.