გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: წამსვლელები არიან იმაზე, რომ უცხოურ ძალას გადააბარონ საქართველოს სუვერენიტეტი თავიდან ბოლომდე, ოღონდ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს აფასებს.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად არიან საქართველოს სუვერენიტეტი უცხოურ ძალას გადააბარონ, ოღონდ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„ეს წერილი არის არა მარტო ღალატი საკუთარი ქვეყნის, არამედ მოღალატეთა შინაგანი ბუნების გამოვლინება, რომლებიც წამსვლელები არიან იმაზე, რომ უცხოურ ძალას გადააბარონ საქართველოს სუვერენიტეტი თავიდან ბოლომდე, ოღონდ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები