ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: პარლამენტის შეკრებას ვერ შეუშლის ხელს მათი მავნებლური განზრახვები
პარლამენტის შეკრებას ვერ შეუშლის ხელს მათი მავნებლური განზრახვები,- ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესები კანონის ფარგლებში წარიმართება.
„პარლამენტის შეკრებას ვერ შეუშლის ხელს მათი მავნებლური განზრახვები, ამ რეალობაში ვცხოვრობთ უკვე ბოლო რამდენიმე წელი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები წარიმართება კანონის ფარგლებში და ოპოზიცია კიდევ ერთხელ იგემებს მარცხს, ისევე, როგორც 26 ოქტომბერს დამარცხდა ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.