“საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში – პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას; ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდეო” – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ის ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.
“საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას, ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა, პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.
ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდეო”, – წერს პაპუაშვილი.