“როგორც ცესკოს სხდომაზე, ასევე სასამართლოში განხილვის დროს დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ კანონიერ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, კანონიერ შედეგებს” – სანტურიანი

“როგორც ცესკოს სხდომაზე, ასევე სასამართლოში განხილვის დროს დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ კანონიერ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, კანონიერ შედეგებს”, – ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

მან განმარტა, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და საია-ს სარჩელები.

„როგორც ცესკოს სხდომაზე, ასევე სასამართლოში განხილვის დროს დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ კანონიერ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, კანონიერ შედეგებს, რომლებთან დაკავშირებითაც რიგ შემთხვევაში წარიმართა სასამართლო დავები და მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დაადგინეს ოლქებმა შედეგები. აქედან გამომდინარე, სარჩელი არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა სანტურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები