ბრაზილიის უზენაეს სასამართლოზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან ორი აფეთქება მოხდა.

“ბიბისის” ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, სან-პაულუში მდებარე უზენაესი სასამართლოს შენობაში მყოფი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

გამოცემის ცნობით, აფეთქებები ბრაზილიის დედაქალაქის ცენტრში მოხდა, სადაც უზენაესი სასამართლო, პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლეა განთავსებული.

გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა სასამართლოში შესვლა სცადა და შეაჩერეს. მამაკაცი თავისსავე ასაფეთქებელ ნივთიერებას ემსხვერპლა.

ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები