ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქრად იშვიათი გამოცემა მიიღო

საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა ეთერ სვიანაიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა იშვიათი გამოცემა თავისი პირადი კოლექციიდან.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ალბომი „რუსული ფერწერის საგანძური“ გამოცემულია პარიზში 1912 წელს ცნობილი რუსი მეწარმისა და გამომცემლის ილია ლაპინის მიერ. კონკრეტულად ეს გამოცემა მომზადებულია სპეციალური შეკვეთითა და შეზღუდული ტირაჟით. ალბომში შედის ფერწერული ტილოები, რომლებიც მისი გამოცემის დროისთვის ტრეტიაკოვის გალერეაში ინახებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გამოცემა დღემდე საქართველოს არცერთ ბიბლიოთეკაში არ ინახებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები