გაერო: ბოლო თვეების განმავლობაში, წყალდიდობის გამო სამხრეთ სუდანში 1,4 მილიონი ადამიანი დაზარალდა

სამხრეთ სუდანში, ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო, 375 ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, – ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს.

“მთლიანობაში, წყალდიდობისგან 1,4 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ჰუმანიტარული დახმარება იგვიანებს, რადგან შესაბამის სამსახურებს უჭირთ დაზარალებულ ადგილებამდე მისვლა. 375 ათას ადამიანს მოუწია ქვეყნის სხვადასხვა ადგილას გადასვლა”,- წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელ X-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის, 2024 წელს სამხრეთ სუდანი ძლიერმა წყალდიდობამ მოიცვა, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები