CNN: სავარაუდოდ, ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში პოსტს არ დაიკავებს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მზარდი გავლენის მიუხედავად, დიდი ალბათობით ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში პოსტს არ დაიკავებს,- ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მასკს ხარჯების შემცირების ეფექტიანობის კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, თუმცა, როგორც წყაროები ამბობენ, საკუთარ კომპანიებთან ინტერესთა კონფლიქტის გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მასკი ამ შეთავაზებას დათანხმდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მასკი შესაძლოა მრჩეველთა კომიტეტში დაინიშნოს. ამასთან, ტრამპთან მის ახლო ურთიერთობას ადასტურებს რეგულარული შეხვედრები, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა და პირადი საუბრები.

ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, მასკმა თითქმის 119 მილიონი დოლარი შესწირა პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს, რომელიც მან ტრამპის მხარდასაჭერად შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები