კიევზე თავდასხმის გამო, უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა
რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პრეზიდენტის შტაბის უფროსმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ოკუპანტებმა ქვეყნის დედაქალაქ კიევსაც შეუტიეს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა მოსახლეობა ადრე გააფრთხილეს, რომ რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა და კიევისკენ მიემართებოდა. Reuters-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა გაიგეს.
უკრაინელი სამხედროების თქმით, იერიშში ჩართულია საკრუიზო რაკეტები, რომლებიც გაშვებულია სტრატეგიული თვითმფრინავებიდან, ასევე, ბალისტიკური რაკეტები.
აშშ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ძალები რუსეთის ჯარებთან ერთად საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.