აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი მის ადმინისტრაციაში ახალი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებენ.
“ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გაუხსნის გზას ჩემს ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დასაშლელად, ჭარბი რეგულაციების, უსარგებლო ხარჯების შესამცირებლად და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციას” – წერია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, დეპარტამენტის მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისს.
„მცირე მთავრობა, მეტი ეფექტურობითა და ნაკლები ბიუროკრატიით, იქნება შესანიშნავი საჩუქარი ამერიკისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლისთავზე. დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას მიაღწევენ”, – განაცხადა ტრამპმა.
ილონ მასკის თქმით კი ახალი დეპარტამენტი შოკის მომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც სამთავრობო რესურსების გაფლანგვაშია ჩართულია.
რაც შეეხება რამასვამს, იგი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია. იგი კენჭს იყრიდა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის, მაგრამ მოგვიანებით საარჩევნო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.