ისრაელზე ირანის მესამე თავდასხმა ირანის ეკონომიკის პარალიზებას გამოიწვევს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადი.
ისრაელის მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ირანელების ცხოვრება გარდაიქმნებოდა, თუ რეჟიმი ისრაელთან ომის ნაცვლად ფულს განათლებაზე, ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვაზე დახარჯავდა.
„მე ვიცი, რომ თქვენ არ გინდათ ეს ომი. არც მე მინდა ეს ომი. ისრაელის ხალხს არ სურს ეს ომი. არის ერთი ძალა, რომელიც თქვენს ოჯახებს სერიოზულ საფრთხეში აყენებს: თეირანის ტირანები.
ნუ დაკარგავთ იმედს. იცოდეთ, რომ ისრაელი და სხვები თავისუფალ სამყაროში თქვენთან არიან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.